საზოგადოება

დავით ნარმანია - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს

18.01.17 18:35


ჩემი ბრძანებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლის შედეგები, ის შემდეგაც მივიღებ გარკვეულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასები, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა.

წელს, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, შესაბამისად ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე შესაბამისად სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ასე, რომ ამაზე თბილისის მერიამ გარკვეული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. ასე, რომ მე დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რის შემდეგაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დედაქალაქის მერიას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. თბილისის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ბაგა-ბაღების აღმზრდელების საშუალო ხელფასი 400-500 ლარია, იმ დროს, როდესაც სააგენტოს თანამშრომლების საპრემიო ფონდი 113 000 ლარით შემცირდა, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელების სახელფასო ხარჯები არ შემცირებულა. სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილეებ ყოველთვიურად ხელფასთან ერთად დანამატს იღებენ და ეს თანხა საშუალოდ თვეში 5 750 ლარს შეადგენს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები