საზოგადოება

ტრამპს ქართულ ჩოხას აჩუქებენ

18.01.17 18:50


საქართველოს კულტურის პალატა აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, ქართულ ჩოხას აჩუქებს. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი მეგობრობისა და პატივისცემის სიმბოლოა. „საქართველოს კულტურის პალატამ ამ დღესთან დაკავშირებით "სამოსის სახლთან" ერთად შექმნა ჩოხა, რომელსაც ინაუგურაციის შემდგომ ამერიკის ახალ პრეზიდენტს საჩუქრად გადასცემს ნიშნად პატივისცემისა და მეგობრობის საწინდარისა“, — ნათქვამია ოქიტაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიული მართვის განვითარების" პრეზიდენტი ბადრი ცერცვაძე და ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი ინაუგურაციის ცერემონიაზე ოფიციალურად არიან მიწვეული, აღნიშნა ოქიტაშვილმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან 20 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:00 (თბილისის დროით 21:00) საათზე დაიწყება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები