საზოგადოება

ორ დღეში საქართველოში 129 სისხლის სამართლის დანაშაული გამოავლინეს

18.01.17 20:05


2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, ნათქვამია უწყების ვებგერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორ დღეში სამართალდამცავებმა ამოიღეს 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი. უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა ასევე 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2858 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები. წესრიგის დამცველებმა გამოავლინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 63 ფაქტი; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ერთი ფაქტი და ქურდობის 15 ფაქტი.

საქართველოს შს სამინისტრო ასევე გამოავლინა ქურდობის მცდელობის ერთი ფაქტი; ოჯახური ძალადობის სამი ფაქტი, ძალადობის ოთხი ფაქტი და ნარკოდანაშაულის 21 ფაქტი.

წესრიგის დამცველებმა ხულიგნობის ორი შემთხვევა გამოავლინეს. სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავთა მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1ათასი 88 შემთხვევა, მათ შორის:

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების 43 ფაქტი და ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 45 ფაქტი. საპოლიციო კონტროლის დროს წესრიგის დამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის — 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები