საზოგადოება

2016 წლის დეკემბერში, 2015 წლის დეკემბრის პერიოდთან შედარებით, სასწრაფოს გამოძახების რიცხვი 20 000-ით გაიზარდა

18.01.17 21:05


2016 წლის დეკემბრის თვეში 112-ში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების 76.754 შეტყობინება დაფიქსირდა, - ამის შესახებ 112-ის მიერ AMBEBI.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

AMBEBI.GE-მ სსიპ-დან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც 112-ის ოფიციალურ წერილშია მითითებული, 2015 წლის დეკემბრის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში გამოძახებების რიცხვმა 20 000-ით მოიმატა.

კერძოდ, თუ 2015 წლის დეკემბერში - 56.799 შეტყობინება დაფიქსირდა, 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე 112-ში სასწრაფოს გამოძახების 76.754 შეტყობინება შევიდა.

ამასთან, როგორც "112"-ში განმარტავენ, ზემოაღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, დეკემბრის თვიდან სსიპ "112"-ში შეიცვალა ზარის მიმღების მომსახურეთა სამუშაო გრაფიკი და გაიზარდა ზარის მიღებათა რიცხვი.

"112-ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით განხორციელებული შეტყობინება, თბილისის მასშტაბით რეაგირებისთვის გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს. 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან სამედიცინო გამოძახების შესახებ გარკვეული შეტყობინებები (რისკ ჯგუფების, გართულებების და ტემპერატურის გათვალისწინებით) რეაგირებისთვის გადაეცემა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც. ასევე, დეკემბრის თვიდან სსიპ "112"-ში შეიცვალა ზარის მიმღების მომსახურეთა სამუშაო გრაფიკი და გაიზარდა ზარის მიღებათა რიცხვი. ახალი წლის პერიოდშიც ზარების მიღება სსიპ "112"-ში ხორციელდებოდა ამავე გრაფიკით", - აღნიშნულია წერილში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები