საზოგადოება

საქართველოში ხმაურის გამო მოქალაქეები დაჯარიმდებიან – თედო კობახიძე კანონპროექტზე საუბრობს

24.01.17 18:45


თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე იმ კანონპროექტის ინიციატორია, რომელიც უკვე წარედგინა პარლამენტს და რაც ხმაურის რეგულაციას ითვალისწინებს. თედო კობახიძე იმ სანქციებზე საუბრობს, რაც, ხმაურის შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ. ხმაურისთვის, კანონის მიხედვით, სპეციალური დროა დაწესებული.

„სტადიონებზე, მასობრივ შეკრების ადგილებზე ეს ყველაფერი დარეგულირებულია და ამას არ ვეხებით, აქ საუბარია არა ერთჯერად, არამედ განგრძობად ხმაურზე, იქნება დაწესებული სანქციები და ფულადი ჯარიმები ათას ლარამდე. ხმაურზე რეაგირება უნდა მოახდინონ საპატრულო ეკიპაჟებმა, უნდა დაადგინონ კერა, საიდან მომდინარეობს ხმაური. ეს არაა ახალი ველოსიპედის შექმნა, ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, დარეგულირებულია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შემოგვაქვს სანქცირება, რაც აქამდე არ არსებობდა. ეს არ ეხება მხოლოდ თბილისს, ეს ეხება მთლიანად საქართველოს“, – განაცხადა თედო კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, კანონპროექტს მხარს უჭერს ჯანდაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველის აპარატი და ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი კანონპროექტს ღია ფორმატით უახლოეს პერიოდში განიხილავს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები