საზოგადოება

ისრაელის აეროპორტში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში 26 იანვარს დააბრუნებენ

24.01.17 18:55


საქართველოს 23 მოქალაქეს, რომლებიც ისრაელის აეროპორტში ორი დღის წინ დააკავეს, 26 იანვარს უკან, საქართველოში დააბრუნებენ.

როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად, საქართველოს 23 მოქალაქე ისრაელის სადეპორტო განყოფილებაში იმყოფება.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელში 2 დღის წინ გაემგზავრნენ, აეროპორტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და ისრაელის საზღვარზე არ შეუშვეს, ისინი ამჟამად ისრაელის სადეპორტო განყოფილებაში არიან მოთავსებულნი და 26 იანვარს იგეგმება მათი უკან, საქართველოში დაბრუნება“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღეა, ისრაელში საქართველოს 30-მდე მოქალაქეა დაკავებული, ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს თბილისიდან ისრაელში ტურისტული ჯგუფის წევრები გაფრინდნენ. ისინი პოლიციის თანამშრომლებმა აეროპორტშივე დააკავეს, ისე, რომ დაკავების მიზეზი არ განუმარტეს და საპატიმროში გადაიყვანეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები