საზოგადოება
25.01.17 15:55
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და საზღვრის დაცვის სფეროში ერთობლივად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ,“ – განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.
უწყების ცნობით, კინოლოგიის ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებას და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღნიშნული პროექტის მიზანია კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების მომზადება, რომლებიც, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვას მოემსახურებიან.
კინოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტპუნქტი.
კინოლოგიური ცენტრის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ახალი სასაზღვრო სექტორების მშენებლობა და სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული დაკვირვების სისტემებით აღჭურვა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24