საზოგადოება

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

25.01.17 19:00


ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, შტორმული სიტუაცია რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

აჭარის მაღალმთიანეთში კი მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

“26 იანვარს შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება. 27 იანვრიდან აჭარაში როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრ წამამდე და ტემპერარტურა მნიშვნელოვნად დაიკლებს“,- განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები