საზოგადოება
26.01.17 15:00
ქართული წარმოშობის რუსეთის ესტრადის ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოში 2017 წლის მაისში — იმღერებს. კონცერტები თბილისსა და ბათუმში საიუბილეო ტურის ფარგლებში გაიმართება, რომელიც არტისტის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.
საქართველოს დედაქალაქში მელაძე თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე 7 მაისს 20:00 საათზე იმღერებს. ბილეთები შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც სასახლის სალაროებში, ასევე ონლაინ. მომღერლის კონცერტი მის მშობლიურ ქალაქ ბათუმში, სავარაუდოდ, 9 მაისს გაიმართება. თუმცა აჭარის დედაქალაქში მელაძის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კონცერტის ორგანიზატორებმა. საქართველოში სოლო-კონცერტებამდე ვალერი მელაძე რუსეთის 23 ქალაქში გამართავს კონცერტს, ასევე მისი კონცერტები ჩატარდება ისრაელში, ჩეხეთში, გერმანიასა და აზერბაიჯანში. მელაძის საკონცერტო გრაფიკის ნახვა არტისტის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ვალერი მელაძე ბათუმში 1965 წლის 23 ივნისს დაიბადა. 1989 წელს თავის ძმასთან კონსტანტინ მელაძესთან ერთად ჯგუფ „დიალოგის“ წევრი გახდა, 1993 წელს კი დატოვა ჯგუფი.
მომღერალმა სალო კარიერა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ალბერვილში ზამთრის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიმღერა "Не тревожь мне душу, скрипка…" შეასრულა. 1995 წელს მელაძის პირველი სოლო ალბომი „Сэра“ გამოვიდა, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ვალერის ყველა სიმღერის ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორია კონსტანტინ მელაძე. ვალერი მელაძე — რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტია, ასევე პრემიების "Овация", "Золотой граммофон", "Муз-ТВ" და "RU.TV" მრავალგზის მფლობელია. 2005 წლიდან მელაძე პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურს „Новая волна"-ს ჟიურის წევრია. ვალერი მელაძეს ირინა მელაძესთან პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს, ხოლო "ВИА Гра"–ს ყოფილ სოლისტთან ალბინა ჯანაბაევასთან მეორე ქორწინებიდან — ორი ვაჟი.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 901
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24