ანალიტიკა
31.05.16 18:55
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან დიქტატის ენით საუბარი არ შეიძლება, მასთან შეიძლება იმეგობრო და იყო პარტნიორი.
„სულიერი კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი გახდა უკვე რეალობა ევროპაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დაფიქრებას გვაიძულებს და ჩვენს მომავალ საქმიანობაში ამ ფაქტორებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. რა დონეზე უნდა მოახდინოს ქვეყანამ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია? ინტეგრაცია უნდა მოხდეს თუ არა? თუ ჩვენ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ თანამშრომლობის ფორმატს? მე პირადად უკვე არცთუ ისე დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და ვთვლი, რომ ამ თვეში აუცილებელია მომზადდეს მექანიზმი, ფორმატი და თანამშრომლობის კონცეფცია", - განაცხადა ალიევმა.
მანვე სახელმწიფო მოხელეებს, დეპუტატებსა და საზოგადო მოღვაწეებს მოუწოდა, შეწყვიტონ განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოხდეს.
„დაფიქრდით, როცა თქვენ საუბრობთ ამაზე. პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ პრეზიდენტის პოზიცია. მეორე რიგში, გჭირდებათ თუ არა ეს ინტეგრაცია? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება იქ? როგორც მეორეხარისხოვანი წევრის, ასოცირებული წევრის თუ როგორც გვერდიდან მომაგრებული ქვეყნის. ასეთი ფორმატი ჩვენ არ გვინდა. იქ, სადაც საჭირო იყო, ჩვენ ინტეგრაცია მოვახდინეთ. გავაკეთეთ ეს იმ წლებში, როცა სიტუაცია ევროპაში სხვაგვარი იყო. ვთვლი, რომ თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა, არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა? როდემდე შეიძლება, გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ? ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე", - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევის ბოლო ფრაზები იმ დასავლელი პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების მისამართით იყო ნათქვამი, რომლებმაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. კერძოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცისა და მისი მოადგილის ულრიკ ლუნაჩეკის მისამართით.
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24