საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი კომპანია DMT-ის მენეჯერს შეხვდა

26.01.17 16:35


გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ევროპაში უმსხვილესი გეოლოგიური კომპანიის “DMT”-ის ბიზნესმიმართულების მენეჯერს, ერნს ბერნარდ ტეიგლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებულ გეოლოგიური დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებზე იმსჯელეს.

კომპანია “DMT” გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამთო მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისათვის კომპლექსური კვლევის განხორციელებაში და პროექტების შემუშავებაში დაეხმარება.

კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართავს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები