საზოგადოება

ევროვიზია 2017: მონაწილე ქვეყნების კენჭისყრა 31 იანვარს შედგება

26.01.17 16:55


რა ნომრით გამოვა „ევროვიზია 2017“-ის კონკურზე საქართველოს წარმომადგენელი თაკო გაჩეჩილაძე, 31 იანვარს გახდება ცნობილი.

კენჭისყრა, რომლის შედეგებით განისაზღვრება პირველ და მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნების გამოსვლის რიგი „ევროვიზია 2017“-ის კონკურსზე, კიევის ქალაქის ადმინისტრაციის სვეტებიან დარბაზში შედგება. იმავე დღეს გაიმართება „ევროვიზიის“ სიმბოლური გასაღების გადაცემის ცერემონია კიევის მერის ვიტალი კლიჩკოსათვის, სტოკჰოლმის საქალაქო საბჭოს პრეზიდენტის ავა-ლუიზა ერლანდსონ სლორაკის მიერ.

კენჭისყრის პირველი ნაწილი მიეძღვნება იმის განსაზღვრას, თუ რომელი ნახევარფინალის ტრანსლირება მოახდენენ დიდი ხუთეულის — საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და მასპინძელი ქვეყნის — უკრაინის ტელეკომპანიები.

შემდეგ ეტაპზე გაანაწილებენ ორ ნახევარფინალს შორის საერთაშორისო კონკურსის 37 მონაწილეს. ფინალში გადავა ყოველი ნახევარფინალიდან 10 ქვეყნის წარმომადგენელი.

საბოლოო ჯამში, დიდი ხუთეულისა და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ფინალში 26 მონაწილე იმღერებს. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს საერთაშორისო კონკურსის სადამკვირვებლო საბჭოს წარმომადგენლობა. კენჭისყრის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია YOUTUBE-ზე კონკურსის ოფიციალურ არხზე.

„ევროვიზია 2017“-ზე საქართველოს წარმომადგენლის — თაკო გაჩეჩილაძის სახელი ეროვნული შესარჩევი კონკურსის ჩატარების შედეგად გახდა ცნობილი 20 იანვარს. მომღერალი საქართველოს საკუთარი სიმღერით წარადგენს "Keep the Faith".

გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება.

მიმდინარე წელს ერთმანეთს 43 ქვეყნის წარმომადგენელი შეეჯიბრება. კონკურსზე დაბრუნდნენ პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო ბოსნიამ და ჰერცოგოვინამ უარი თქვეს მონაწილეობაზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები