საზოგადოება

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბავშვზე ძალადობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

26.01.17 17:05


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სამინისტრომ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც ბავშვის ცემაში სდებენ ბრალს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა აღმზედელზე საჩივარი შეიტანა დ მას ბავშვზე ძალადობაში დასდო ბრალი. ინციდენტი თბილისის №153-ე საბავშვო ბაღში მოხდა.

აღმზრდელი მისადმი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.

საქართველოს შსს-მ საქმე „არასრულწლოვანზე ძალადობის“ მუხლით აღძრა. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მომხდარი ფაქტის ან ბავშვებზე ძალადობის სხვა ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი დისციპლინარული ზომები იქნება მიღებული.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები