მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბრძანებულებას ხელი მოაწერა

26.01.17 18:15


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.

ტრამპი კვლავაც მოითხოვს, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა დააფინანსოს. გარდა ამისა, ტრამპმა იმ ქალაქების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს იფარებენ.

კედლის მშენებლობა მექსიკის საზღვარზე დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობა იყო. ახლა ამ გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს კონგრესმა.

თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენია ნიეტომ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ გეგმავს. ასევე, მან სინანული გამოთქვა დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ “მექსიკას კედლების არ სჯერა“.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები