საზოგადოება
26.01.17 19:05
როკფელერის ფონდის მიერ შექმნილი „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მედეგობის მთავარი მრჩევლები ბარსელონადან, ბრისტოლიდან და პარიზიდან; ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
თბილისის მერის თქმით, თბილისი მსოფლიოს „100 მედეგი ქალაქის“ ქსელს 2016 წლის მაისში შეუერთდა. ნარმანიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში, თბილისი 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ ქსელში ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, თბილისი როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე საექსპერტო მომსახურებას მიიღებს, რათა ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მეტად მედეგი, შოკების და რისკების რეაგირება კი იყოს უფრო ოპერატიული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ბევრი წამყვანი ქალაქების გამოცდილებას შევისწავლით, ექსპერტები კი დაგვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს ქალაქს ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგია და ფუნქცია- მოვალეობები“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.
„100 მედეგი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მედეგობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ.
„100 მედეგი ქალაქის“ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული დირექტორის სტიუარტ სარკოზი-ვანოჩეს თქმით, ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტ“ 100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში. მისივე განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა და იმის დადგენაა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალაქები.
როგორც სტიუარტ სარკოზი-ვანოჩემ განაცხადა, სამომავლოდ უნდა შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც ქალაქებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.
კონკურსის პირობების თანახმად, „100 მედეგი ქალაქის“ ქსელს ის ქალაქები შეუერთდნენ, რომლებიც აცნობიერებენ რისკს სხვადასხვა სტიქიური უბედურების, სოციალური პრობლემების არსებობის შესახებ და აყალიბებენ ადაპტირებულ, ინოვაციურ მიდგომებს ახალი გადაწყვეტილებების დანერგვის მიზნით. თბილისს შეუძლია გახდეს ქსელის აქტიური მონაწილე და გაუზიაროს თავისი პრაქტიკა და ცოდნა სხვა მონაწილეებს.
თბილისი, როგორც „100 მედეგი ქალაქის“ ქსელის მონაწილე, მიიღებს ტექნიკურ დახმარებასა და საჭირო რესურსებს, რათა, მომავალი წლების განმავლობაში, შექმნას და განახორციელოს მედეგობის სტრატეგია. ქსელში ჩართული ყოველი ქალაქი მიიღებს ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა ქალაქის მთავრობაში შეიქმნას ახალი, ინოვაციური თანამდებობა –მრჩეველი მედეგობის საკითხებში, რომელიც მედეგობისაკენ მიმართული ქალაქის ქმედებებს ჩაუდგება სათავეში; მედეგობის მძლავრი სტრატეგიის შესაქმნელად გამოიყოფა ტექნიკური დახმარება; პროექტში მონაწილე ქალაქებს ექნებათ წვდომა გადაწყვეტილებებზე, მომსახურების მომწოდებლებზე და კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე პარტნიორებზე, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი მედეგობის სტრატეგიების განხორციელება; აგრეთვე მონაწილე ქალაქები გახდებიან გლობალური ქსელის წევრები, რაც ერთმანეთისგან სწავლის საშუალებას იძლევა.
„100 მედეგი ქალაქი როკფელერის ფონდის მიერ დაფუძნდა. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, ხელს უწყობს ქალაქების მედეგობის გაძლიერებას ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24