პოლიტიკა

ანი მიროტაძე: მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა

31.05.16 19:35


საქართველოს პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, წინასაარჩევნო გარემო და ოპოზიციური პარტიების შანსები შეაფასა. მიროტაძე არ იზიარებს ზვიად ძიძიგურის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდგომ.

„ნაციონალური მოძრაობა" ახლაც არ არის მთავარი ოპოზიციური ძალა. „ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ბედავს და კვლავ იღებს მონაწილეობას ცემა-ტყეპის აქციებში და თავისი დანაშაულების ფონზე ბედავს სხვის დადანაშაულებას არადემოკრატიულობაში, ქვეყნის წინსვლის შეჩერებაში და ა.შ. მომავალში „ნაციონალური მოძრაობა" ვერ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა" , - განაცხადა მიროტაძემ.


წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები