ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7061 ლარი გახდა

30.01.17 21:40


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7061 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7061 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.7021 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8947 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8869 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები