ანალიტიკა

პოლკოვნიკ ლაზარევის სომხებისადმი მიმართვა

31.05.16 21:30


ქრისტიანებო! ჩემამდე მოღწეული ინფორმაციით, არაკეთილმოსურნე განზრახვის მქონე ადამიანები არა მარტო ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ,არამედ ბედნიერ რუსეთში გადასასახლებლად ნებართვის მსურველთ შიშს უნერგავენ და მათ სანატრელი ოცნების ასრულებაში ხელს უშლიან.

ამას რომ წინ აღვუდგე და სომეხი ხალხის ჩემდამი

ნდობა და მთავარსარდლის დავალება შევასრულო , გაცნობებთ,რომ მისი აღმატებულება რუსეთის ხელმწიფე რუსეთში გადასახლების მსურველთ ,თავის სახელმწიფოში საიმედო, წყნარ და ბედნიერ თავშესაფარს ჰპირდება. თქვენს მიერ ამორჩეულ ადგილებზე – ირავანში, ნახჭივანში და ყარაბაღში ამორჩეულ მიწებზე მიღებული მოსავლის მხოლოდ მეათედი ნაწილი გადაეცემა სახელმწიფოს, დანარჩენი კი თქვენი იქნება. ექვსი წლის მანძილზე ნებისმიერი გადახადისაგან განთავისულდებით და თქვენში ყველაზე ღარიბებს დახმარება ექნებათ. აქ დარჩენილი ქონება კი შეგიძლიათ ხუთი წლის მანძილზე ვექილის მეშვეობით გაყიდოთ. თქვენს მიერ დატოვილი ქონების სიას , ბატონ აბბას მირზასთან არსებულ დიპლომატურ საწარმომადგენლოს ან და კომისარს გადავცემ. თქვენ რუსეთში ნახავთ რელიგიათა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობას და გადატანილ ყველა ჭირ–ვარამს დაივიწყებთ. იქ ქრისტიანებთან ერთად იცხოვრებთ,იგრძნობთ მათ დადებით ზეგავლენას და ყოველივე ამასთან ერთად ახალი სამშობლოდ გექნებათ. იქ გაიუმჯობესებთ ყოველდღიურ ყოფას და იმ გაცემულ მცირე მსხვერპლებს ასჯერ აინაზღაურებთ.

მართალია თქვენ ,თქვენთვის ძვირფას სამშობლოს დატოვებთ, მაგრამ უნდა იფიქროთ იმ ქრისტიანული მიწების შესახებ სადაც დასახლდებით და რომელიც დიდი სიხარული გელით.

ირავანის ოლქში გაფანტული ქრისტიანები ერთად შეიკვრებიან და ნახავთ თუ რუსეთის დიდი ხელმწიფე თქვენი ერთგულების სანაცვლოს როგორ აგინაზღაურებთ .იჩქარეთ ,დრო ძვირფასია! სულ მალე რუსეთის არმია ირანის საზვრებს დატოვებს და მაშინ თქვენი გადასახლება გაძნელდება და ჩვენ , თქვენს უსაფრთხოდ გადასახლების გარანტიაზე პასუხისმგებელნი აღარ ვიქნებით.

მცირე მხვერპლის გაღებით სამუდამოდ ყველაფერს მიიღებთ.

რუსეთის იმპერატორის პოლკოვნიკი და კავალერისტი ლაზარევი

1828 წლის 30 მარტი , ქალაქი ურმია

ს.ნ.გლინკა : წიგნიდან „ სომხების აზერბაიჯანში გადმოსახლება„ გამომცემლობა „აზერბაიჯანი„ ბაქო 1995

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები