ეკონომიკა

2016 წელს ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

01.02.17 22:00


2016 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.

2016 წელს საქართველოს რუსეთიდან 1 037 564 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 12%-ით აღემატება, აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ. საქართველოში 2016 წელს სულ 6 350 825 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებს 7,6%-ით აღემატება. გასულ წელს 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დრო დაჰყვეს (2 714 773 ადამიანი).

2015 წელს საერთაშორისო ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ქვეყნების ტოპ-ხუთეული, რომელთა მოქალაქეები საქართველოს გასულ წელს ესტუმრნენ, ასეთია: აზერბაიჯანი — 1 523 075 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით 9,3%-ით მეტია; სომხეთი — 1 496 246 ადამიანი (+1,9%); თურქეთი — 1 254 089 ადამიანი (–9,9%); რუსეთი — 1 037 564 ადამიანი (+12%); უკრაინა — 172 631 (+21,8%). ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+48%), ინდოეთიდან (+199%), საუდის არაბეთიდან (+116%), ფილიპინებიდან (+89%), ომანიდან (+75%) და ჩინეთიდან (+46%).

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები