პოლიტიკა

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 14–15 ივნისსაა დაგეგმილი

31.05.16 22:10


ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 14–15 ივნისისთვისაა დაგეგმილი, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უკვე შეხვდა ჟენევის დისკუსიების სპეცწარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერგს, ეუთოს წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერსა და გაეროს წარმომადგენელ ანტი ტურუნენს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან „საზღვარზე“ არსებული ვითარება და ასევე იმსჯელეს ინციდენტზე, რომელიც 19 მაისს მოხდა სოფელ ხურჩაში, როდესაც იქ აფხაზმა "მესაზღვრემ“ გიგა ოთხოზორია მოკლა.

შეგახსენებთ: ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რაშიდ კანჯიოღლის წინააღმდეგ და ინტერპოლს მასზე წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.

კანჯიოღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც, რომელმაც ეს უკანასკნელი განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არანაირი შეხება არ აქვს მომხდართან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები