საზოგადოება

130 მოვაჭრეს „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შეუშვებენ

06.02.17 16:00


დღეს, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებიდან დაახლოებით 130 მოვაჭრეს შენობაში შეუშვებენ. ის პირები, რომლებიც ძირითადად, ვერცხლით ვაჭრობდნენ და თავიანთი ნაკეთობები დახლზე ელაგათ, 11:00 საათიდან დამწვარ შენობაში შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეთა ნაწილი სავაჭრო ცენტრში გუშინაც იმყოფებოდა. მათ ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოტანა შეძლეს. მათი თქმით, ნაკეთობები ფაქტობრივად, განადგურებულია.

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები