ეკონომიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რეფორმა, რომლსაც დევნილთა სამინისტრო გაატარებს, ყველა დევნილს ბინით უზრუნველყოფს

06.02.17 16:25


Tamar თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, ველოდებით 20-წლიან კლებას “დემოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მატება შეინიშნება გალის რაიონში”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

“დემოგრაფიული ფონდი” 2016 წლის მონაცემებს ელოდება, თუმცა, როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, დემოგრაფიული კუთხით, დადებით მონაცემებს არ ელოდებიან, იგი მოსალოდნელ მრავალწლიან კლებაზე საუბრობს.

“დევნილთა დემოგრაფიული მაჩვენებელი არის იდენტური დანარჩენ საქართველოსთან, უნდა აღინიშნოს, რომ არის მძიმე მდგომარეობა დემოგრაფიული კუთხით, თუმცა საგულისხმოა, რომ გალში შობადობამ იმატა, ამის უპირველესი სტიმული კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა.

2013-2015 წლებში საქართველოში შობადობამ იმატა, რისი მიზეზიც საყოველთაო ნათლობის შესახებ პატრიარქის ინიციატივა იყო, ჩვენ 2016 წლის მონაცემები არ გვაქვს, თუმცა სახარბიელო მაჩვენებელს არ ველოდებით, მოსალოდნელია ის 20-წლიანი კლება, რასაც ვვარაუდობდით”, -განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები