მსოფლიო

ტრამპსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

06.02.17 16:40


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სატელეფონო საუბრისას შეთანხდნენ, რომ მიმდინარე წლის მაისში ტრამპი ნატოს ლიდერებს შეხვდება.

ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ორჯერ უნდა დაფიქრდნენ დაეხმარონ თუ არა ნატოს წევრ ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ და რომელიც ნატოს ბიუჯეტში საწევროს არ იხდის.

ამჟამად ნატოს 27 წევრიდან მხოლოდ 5 ქვეყანა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს. რაც შეეხება აშშ-ს, ის ნატოს ბიუჯეტს 70-%-ით აფინანსებს. ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგი აღიარებს, რომ ალიანსის სხვა წევრებმა საწევრო შენატანის ოდენობა უნდა გაზარდონ.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა და სტოლტენბერგმა განიხილეს მოკავშირეების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის შესრულებაზე აღებული ფინანსური ვალდებულებების საკითხი.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები