პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ

01.06.16 14:10


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე იმსჯელებს.

შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომის დღის წესრიგში 24 მაისსაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც მაშინ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი იტყობინებოდა, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

20 მაისს კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი გატანილი იქნება COREPER-ის სხდომაზე.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, თერეზა მეის ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ COREPER-ის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი თანხმობის მისაღებად იქნება გადატანილი, რათა ევროპარლამენტთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყოს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები