საზოგადოება

შესაძლო ძალადობა ზუგდიდში - ლიანდაგებთან 35 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

06.02.17 17:05


ზუგდიდში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც "ნიუპოსტს" თვითმხილველები უყვებიან 35 წლამდე ქალბატონი წელს ქვევით შიშველია, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ქალზე ძალა იხმარეს.

"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცავებმა ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და მოსახლეობას მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

ცხედრის პოვნის ფაქტი „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგროც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები