საზოგადოება

თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

06.02.17 17:55


„ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში განათლების მეშვიდე საერთაშორისო გამოფენა 16-17 თებერვალს გაიხსნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზაგტორები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 100-მდე უნივერსიტეტი. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ.

„ეს რეგიონში განათლების სფეროში გამართული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მრავალმხრივი, მრავალრიცხოვანი, საინფორმაციო და პოპულარული ღონისძიებაა“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

„ექსპო-ჯორჯიაში“ წარმოდგენილი იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტების გაცვლით სასწავლო პროგრამებს. ღონისძიების სტუმრები ასევე შეძლებენ მიიღონ შესაბამის ინფორმაცია საზაფხულო სკოლების, საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების, უცხოეთში მოგზაურობისა და მუშაობის შესახებ. განათლების საეთაშორისო გამოფენა — ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც სავაჭრო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მასპინძლობს.

2016 წელს გამოფენაზე 114 საგანმანათლებლო ორგანიზაცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15 პროგრამა იყო წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოს განათლების სფეროში ძირითად მოვლენად იქცა. ორი დღის განმავლობაში მას 12 ათასი ადამიანი ეწვია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები