პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს

01.06.16 14:20


"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ.

საკითხის განხილვა 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იქნება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები