მსოფლიო

ფედერიკა მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს მალე გააუქმებს

06.02.17 21:10


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს მალე გააუქმებს.

„იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულებთ მუშაობას ამ საკითხზე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი 553-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 დეპუტატი იყო, 28-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები