ეკონომიკა

ექიმი - პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე

06.02.17 21:25


საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ცისანა შარტავა აცხადებს, პატრიარქი ბერლინში კლინიკაშია და მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკუყრნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

გამოკვლევების დამთავრების შემდეგ სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე”, -განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ცისანა შარტავამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები