პოლიტიკა

რა მისცა გიორგი კვირიკაშვილს ივანიშვილის ღია წერილმა

01.06.16 15:55


საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა მოქმედ ხელისუფლებას იმპულსი მისცა, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ივანიშვილმა ღია წერილი, რომელშიც ქვეყნის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზეა საუბარი, 30 მაისს გამოაქვეყნა.


აღნიშნულ წელრილში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ყველა თავის რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაშ არ დაბრუნდეს.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი ამასტან დაკავშირებით ოთხი წლის წინ უკვე გააკეთა. ვფიქრობ, არჩევნები იქნებაშეუქცევადი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მართვის სადავეები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დათმო, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები