პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთს FIFA-ს წევრობა სურს

01.06.16 16:05


ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე FIFA-ს მატჩ-აგენტმა სერგეი აზიზოვმა და შვედმა აგენტმა დაგ ლარსონმა ისაუბრეს.

ლარსონმა დადებითად შეაფასა აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატი, რომელიც არაღიარებულ ერთეულებს აერთიანებს, თუმცა მას საერთო არაფერი აქვს FIFA-სთან.

სერგეი აზიზოვმა, რომელიც შვედეთში საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობს, განაცხადა, რომ უკვე დაუკავშირდა FIFA-ს აფხაზეთის წევრობის მოთხოვნით.

მისი თქმით, FIFA-ს აგენტები უკვე განიხილავენ აფხაზეთის ნაკრებთან მატჩების ჩატარების საკითხსაც.

აღსანიშნავია, რომ დაგ ლარსენი FIFA-ს მიერ ლიცენზირებულ აგენტთა სიაშია შესული.

ორგანიზციას აღნიშნულთან დაკავშრებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები