ეკონომიკა

საქართველო აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის დეფიციტს დუფარავს

09.02.17 16:30


ქართული მხარე აფხაზეთს ელექტროენერგიით მოამარაგებს, მას შემდეგ, რაც „ენგურ-ჰესი“ შეაჩერებს მუშაობას, იტყობინება ენგურ-ჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ იანვარში მინსკში მოლაპარაკებები გამართა კომპანია „ჩერნომორენერგოსთან“ ენგურ-ჰესზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. სარემონტო სამუშაოების გამო, ენგურ-ჰესი 2017 წელს სამი-ოთხი კვირით შეაცერებს მუშაობას, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით. „წყლის დონე ენგურ-ჰესის წყალსაცავში კრიტიკულ დონე მიუახლოვდა და სადგურს შეუძლია აფხაზეთს ელექტროენერგია მიაწოდოს დაახლოებით 15 დღე“, — უთხრა მებონიამ გაზეთ „რეზონანსს“.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ამინდზე. მზიანი ამინდის შემთხვევაში სადგური 17 დღე იმუშავებს, ყინვის შემთხვევაში კი 13 დღე, აღნიშნა მებონიამ.

„იმ პერიოდში, როცა ჰესი გაითიშება, ელექტროენერგიის ნახევარს აფხაზეთი მიიღებს ჩვენგან, ხოლო მეორე ნახევარს რუსეთიდან. შემდეგ, კი ენგურ-ჰესი დაუბრუნებს ელექტროენერგიას რუსეთს ზაფხულის წყალუხვობისას“, — თქვა მებონიამ.

დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები ჰიდროელექტროსადგურზე ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს, თუმცა ბოლო სარემონტო სამუშაოები ჰესზე 2006 წელს ჩატარდა და მაშინ ჰესმა 2 თვით შეაჩერა მუშაობა. 2016 წლის ზამთარში, ენგურ-ჰესის წყალსაცავში წყლის დონის დაწევის გამო, აფხაზეთის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის დეფიციტის დაფარვის მიზნით, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან დაიწყო. მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული გადაწყვეტილეის მიღება მოუწია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები