ეკონომიკა

საქართველოსა და ბაჰრეინს პირდაპირი ავიამიმოსვლა დააკავშირებს

14.02.17 19:05


ბაჰრეინის ეროვნული ავიაკომპანია Gulf Air-ი რეგულარული რეისების განხორციელებას ბაჰრეინსა და თბილისს შორის 2017 წლის 22 ივნისიდან დაიწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Gulf Air-ს შესაბამისი ნებართვა უკვე მისცა.

ავიარეისები კვირაში სამჯერ (ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას) თვითმფრინავით Airbus A320 განხორციელდება. ავიაკომპანია რეისების განხორციელებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს.

ქართულ ავიაბაზარზე სულ 33 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენენ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით. საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,84 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია. ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air ქართული ავიაბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ბაჰრეინის მთავრობებმა გასული წლის 21 იანვარს მოაწერეს ხელი. Gulf Air — ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიაა. ის 1950 წელს დაარსდა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნუსხაში შედის. Gulf Air ფრენებს ახორციელებს სამი კონტინენტის 24 ქვეყნის 43 ქალაქში. ავიაპარკო დაკომპლექტებულია ისეთი თვითმფრინავებით, როგორიცაა Airbus А319,Airbus A320, Airbus А321, Airbus А330-200 (330), Airbus А330-200 (332), Airbus А330-200 (333), Airbus А340 და Embraer E-170.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები