პოლიტიკა

თედო ჯაფარიძე - რუსეთის პოლიტიკა სრულ დისონანსშია ქართველი ერის არჩევანთან

01.06.16 18:20


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე სტატიას აქვეყნებს.

Независимая Газета-ში გამოქვეყნებულ მასალაში ჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ დასავლური გზის გარდა საქართველოს სხვა ალტერნატივა არა აქვს.

„რუსეთის პოლიტიკა სრულ დისონანსშია ქართველი ერის არჩევანთან“ - აღნიშნავს ჯაფარიძე.

„საქართველოს არჩევანი სრულიად გაცნობიერებულია. გვესმის, რომ ნატო-ში გაწევრიანება შიდა, მათ შორის ტერიტორიულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გავხდეთ საჭირო და სასარგებლო სახელმწიფო, ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა“, - წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, საქართველოსთვის ნატო და ევროაკვშირი განვითარების მოდელს წარმოადგენენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ხარისხიან დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იმას, რომ თანამშრომლობის რეგიონული ხიდი გავხდეთ. ეს რეფორმების ურთულესი გზაა, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. პირველ რიგში ეს თავად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. ნატო-ს, ევროკავშირს და აშშ-ის ჩვენი დახმარება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენს მაგივრად საქმეს ვერავინ გააკეთებს“, - წერს ჯაფარიძე.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები