პოლიტიკა
01.06.16 18:40
საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების დრამატული პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საქართველო-სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა.
”საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების დრამატული პოტენციალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ერთმანეთს აერთიანებს კასპიისა და შავ ზღვებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩართულია აბრეშუმის გზის პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, თურქეთთან და აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები რეგიონში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი კორუფციის დონე და აგრეთვე, ძალიან მაღალი მაჩვენებლები ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რეგიონში ყველაზე დრამატულად ავითარებს თავის ეკონომიკას. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ხალხი არის ძალიან გულგახსნილი, მეგობრული და რომელსაც უყვარს სტუმრები, მეგობრები”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი მოხარულია, რომ ქართულ-სლოვაკურ პოლიტიკურ და მეგობრულ ურთიერთობებში ტრადიციად იქცა ბიზნესშემადგენელი.
”სლოვაკეთში ვიყავი ქართველ ბიზნესმენებთან ერთად და თქვენც ჩამობრძანდით სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად. ეს იქნება მშვენიერი დასაწყისი ახალი ძალიან საინტერესო პროექტების, რომლებიც ქართულ ბიზნესს სლოვაკეთში და სლოვაკურ ბიზნესს საქართველოში მისცემს საინტერესო განვითარებას”, - მიმართა ბიზნესფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგას.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24