ეკონომიკა

მეუფე ანდრიას განცხადებით, რომელმაც დაკავებული დეკანოზი მოინახულა, ღრმად სწამს, რომ მას პატრიარქის მიმართ არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია

16.02.17 21:00


დეკანოზ გიორგი მამალაძეს საფრთხე არ ემუქრება, ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ. რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი მობილიზებულია, - ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, მისცა თუ არა დეკანოზს კურთხევა, ისაუბროს საქმის დეტალებზე, მეუფემ განაცხადა, რომ "ეს საკითხი არ წყდება კურთხევით" და მნიშვნელოვანია, აღსარების საიდუმლოების მომენტი.

"არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. დანარჩენი უკვე არის მისი სინდისი და მისი ღმერთთან ურთიერთობა.

ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მისივე თქმით, სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ბრალდებები დაუჯერებელია. "მწამს, რომ გამოძიება სრული კეთილსინდისიერებით გამოიკვლევს ამ საქმეს და სიმართლე ითქმება", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები