ეკონომიკა

„საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ტვირთბრუნვა 20 მილიარდი დოლარი გახდება”

17.02.17 20:10


თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთბრუნვის 20 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ. ამის შესახებ სტამბოლში მიმდინარე ბიზნესფორუმზე „თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი“ თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ფათიჰ მეთინმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. მან ასევე განაცხადა, რომ სამმხრივი ბიზნესფორუმი ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებას და დღეს არსებული ბარიერების მოხსნას შეუწყობს ხელს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები