პოლიტიკა

ნალბანდიანი: ერევანი ყოველთვის მზადაა მთიანი ყარაბაღის პრობლემების განსახილველად

21.02.17 15:40


ერევანი ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში, რომლებზეც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

თუმცა, სომეხი მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შეთანხმება მსგავს შეხვედრაზე არ არსებობს.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის უშიშროების კონფერენციაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რა დროსაც გადაწყდა, რომ მხარეები სამშვიდობო პროცესის გასაღრმავებლად ძალისხმევას გააძლიერებენ.

„სწორედ ამ მიზნით თანათავმჯდომარეები უახლოეს დღეეებში რეგიონის მონახულებას აპირებენ“, — აღნიშნა ნალბანდიანმა. ყარაბაღის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანს გამოეყო და 1991 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები