ეკონომიკა

თედო ჯაფარიძე - ვფიქრობ, კითხვაზე: უნდა გადავყაროთ არსებული ვიზები თუ არა, პასუხი დადებითი იქნება

01.06.16 20:50


ვფიქრობ, კითხვაზე, რომელიც მეტაფორასავით ჟღერს: უნდა გადავყაროთ უკვე არსებული ვიზები თუ არა, პასუხი დადებითი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

„დღეს არის მთავარი განხილვა, რომელზეც მგონია, რომ დადებითი შედეგი იქნება მიღწეული. შემდეგ დარჩება ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები - რა თქმა უნდა, ის საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია, გადაწყდება. სულ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები