პოლიტიკა

პრეზიდენტი: საქართველო ტერორისტებისთვის კორიდორს არ წარმოადგენს

22.02.17 15:00


საქართველო არ გამოიყენება ნარკოვაჭრობის, იარაღით ვაჭრობისა და ტერორისტების კორიდორად, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა და იმის გათვალისწინებით, რომ არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონები ხდებიან იმ მარშრუტებად, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ ნარკომოვაჭრეები და ტერორისტები, რთულია.

საქართველო ტერორიზმს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ებრძვის, აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საქართველომ შეძლო დაეკმაყოფილებინა ყველაზე მაღალი ევროპული მოთხოვნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე როგორც კანონმდებლობის, ისე საზღვრის დაცვის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თვალყურს ადევნებენ თუ რა ხდება ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. „ჩვენ გასულ წელის გაეროში ვიყავით და იქ აღინიშნა, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა შეძლეს ბირთვული ნარჩენების ვაჭრობის თუ არ ვცდები 25 ფაქტის აღკვეთა (არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან — რედ.)“, — განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები