საზოგადოება

ილია მეორე: ხალხს პასუხი უნდა მივცეთ

22.02.17 16:45


მოვლენები, რომელიც ბოლო დროს განვითარდა, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც დღეს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს საპატრიარქოს გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც 20 თებერვალს სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, პატრიარქთან დაახლოებული პირის მკვლელობის მზადების ბრალდებით. მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს.

აღნიშნული განცხადება პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს», — აღნიშნა პატრიარქმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები