საზოგადოება

თბილისის ცენტრში მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ

23.02.17 15:55


თბილისის ცენტრში, „მშრალ ხიდთან“ ახლოს, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ცნობილ მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მსახიობს თავს ღამით დაესხნენ და გასაღები და მობილური ტელეფონი წაართვეს. მას გაუტეხეს საფეთქლის ძვალი, რის გამოც დაზარალებულს საავადმყოფოში თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა.

„ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაა დაწყებული (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება). ამ დროისათვის გამოძიება პირადი განცხადების საფუძველზე დაიწყო, რაც შეეხება ძარცვას, ის არ ვლინდება“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თამანშრომელმა. ქართული მასმედია აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედები მისთვის ქურთუკის წართმევას ცდილობდნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები