საზოგადოება

თბილისი უეფას სამიტს უმასპინძლებს

23.02.17 18:20


საერთაშორისო სამიტი UEFA GROW თბილისში 1-2 მარტს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ღონისძიება, რომელიც ამ ფორმატით პირველად ტარდება, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით უეფას ორგანიზებულია. სამიტის ძირითადი მიზანი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებაა.

UEFA GROW-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ უეფას წარმომადგენლები, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები; თბილისს ასევე ესტუმრებიან მონაწილე ქვეყნების სპორტისა და განათლების მინისტრები. სამიტის მუშაობაში სპორტის საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.

2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7000-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი უეფამ ფეხბურთის მასობრიობისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და შედეგების გაანალიზების შემდეგ უეფამ სამიტის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ის საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. ლევან კობიაშვილი იმ გრძელვადიან პროექტებსაც განიხილავს, რომელიც საქართველოში „UEFA GROW 2020“-ის ფარგლებში ხორციელდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები