საზოგადოება

შსს-მ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო რეიდები განახორციელა

23.02.17 18:50


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რა დროსაც გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მორიგი შემოწმებები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 21-22 თებერვალს განახორციელეს.

საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს. ასევე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.

რეიდების დროს სისხლის სამართლის 80 დანაშაულიდან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 21, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა გატანის 15 და ქურდობის 11 ფაქტი გამოვლინდა. © SPUTNIK / ALEXANDER IMEDASHVILI საქართველოს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში არსებულ უკანონობასთან ბრძოლა დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 1182 შემთხვევიდან ცივი იარაღის ტარების 18, წვრილმანი ხულიგნობის 5 და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის 24 ფაქტი დაფიქსირდა.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სამართალდამცველებმა 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. როგორც შსს-ში განმარტეს, საუბარი მხოლოდ იმ მორიგ შემოწმებებს ეხება, რასაც კანონი ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები