საზოგადოება

1 აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება

23.02.17 19:05


2017 წლის პირველი აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს ჩქაროსნულ მატარებელზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ინფორმაციით 1 აპრილიდან ბილეთებზე ფასი (საწოლის კომპლექტის და მოსაკრებლების ჩათვლით) 24 მანათიდან 54 მანათამდე იქნება სხვადასხვა ტიპის მიხედვით.

აქამდე ეს ფასები 30 დან 80 მანათამდე მერყეობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს ჩქაროსნულ მატარებელზე ფასები შვეიცარიული ფრანკისა და აზერბაიჯანული მანათის კურსის ურთიერთმიმართების მიხედვით რეგულირდება.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები