საზოგადოება

მიქაელ ბოტკოველი - რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს

23.02.17 19:45


რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეკანოზისგან მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.

„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები