საზოგადოება

მინისტრი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ: ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა დგას

23.02.17 20:45


ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი შეიძლება იყოს, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყანაში თამბაქოს წინააღმდეგ პოლიტიკის გამკაცრების შესახებ კომენტარისას.

საქართველოს პარლამენტი უკვე შეუდგა შესწორებების განხილვას, რომელიც თამბაქოს წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ შესწორებების თანახმად, მოწევა საქართველოში პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება — გარდა კერძო სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა. ასევე აკრძალავენ თამბაქოს ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამას და შეზღუდავენ მის გაყიდვას.

მან აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ბიუჯეტში შემოსულ ნებისმიერ გადასახადზე მნიშვნელოვანია.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ თამბაქოს წინააღმდეგ პოლიტიკაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მიიღეს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“. „მთავარი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი სწორად გათვლილი ნაბიჯებით მოხდეს ისე, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, — აღნიშნა სერგეენკომ. დღეისათვის საქართველოში სიგარეტის მოწევა აკრძალულია საჯარო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და დახურულ სპორტულ დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი შესწორებების თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოწევა პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა. თამბაქოს მოწევა სრულიად აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში, სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები