პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის მთავრობის მეთაურს შეხვდა

23.02.17 21:00


სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. სომხეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები გააცნეს.

ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ ხვდება, რის შემდეგაც სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები