საზოგადოება
24.02.17 15:00
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, უწმინდესთან შეთანხმებული არ ყოფილა. ჟვანიას განცხადებით, მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს და ეს არის მისი უწმინდესობა. მისივე თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას.
„მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს. ეს არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება. 12 თებერვლის შემდეგ, მოსვენება არ გვაქვს არც ერთ ადამიანს, ვინც უწმინდესობის გვერდით ვმუშაობთ უკვე წლებია და ვართ ეკლესიის სასიკეთოდ მოწოდებული. ეს არის ყველაზე დიდი წნეხი, რომელიც უფრო მეტად მოდიოდა მამა მიქაელ ბოტკოველზე. ვფიქრობ, რომ ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება და არა დაფიქრებული. მე ღრმად მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ როდესაც მამა მიქაელ ბოტკოველი ამის შესახებ მოახსენებს უწმინდესს, ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მისი უწმინდესობის მიერ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
საპატრიარქოს პრესმდივნის აღნიშნული განცხადება ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი, ოხანაშვილის განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
წყარო : /www.kvira.ge
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24