საზოგადოება

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა

24.02.17 15:15


ცნობილი ჟურნალისტის, „Rustavi 2“-ზე გადაცემა „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში ხუთშაბათს საღამოს გარდაიცვალა.

18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა მოულოდნელად ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. მედიის ინფორმაციით, მიზეზი — ვირუსული მენინგიტი გახდა. მაია ასათიანი საფრანგეთში იმყოფება. “ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია“, დაწერა თავის facebook გვერდზე „Rustavi 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. „აუუუ!!! რა არის ეს!!!!! ასე არ უნდა ხდებოდეს!!! არ შეიძლება!!! რა დაუნდობელია ეს ცხოვრება!!! ვუსამძიმრებ მაიას, ირაკლის, ნუცას ახლობლებს, მეგობრებს, რუსთავი2-ს. უდიდესი ტკივილი და ტრაგედიაა’, — წერს მაია სათიანის კოლეგა, საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა თავის facebook გვერდზე. „ემოციები მახრჩობს… ისეთი იყო, ერთი ნახვით რომ გაყვარებენ თავს და რომ არასოდეს გავიწყდებიან.,,სარკეში" რუბრიკა,,მათი შვილები" გვქონდა, მაშინ ჩავწერე. მერე თვითონ მოცქრიალდა ჩვენთან, სკოლის გაზეთისთვის წერილი გვინდა,,,სარკეში" როგორ მუშაობთო. ათასი მზე ენთო თვალებში, სინათლეს ასხივებდა… როგორ მინდოდა, სასწაული მომხდარიყო!”, წერს ჟურნალ “სარკის“ რედაქტორი ირინა მჭედლიძე facebook-ზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები